პოლონეთში, ბინების ქურდობის გამო საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

პოლიცია პოლონეთში

პოლონეთში, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალად ბინების ქურდობა ედებათ. გამოძიებით დადგინდა, რომ მათ მინიმუმ სამი ბინა გაქურდეს. წაიღეს თანხა და სხვა ძვირფასი ნივთებიც.

პოლიციამ 27 და 33 წლის კაცები სპეცოპერაციისას აიყვანა. მათ წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ. ქართველებს ჩადენილი დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით ემუქრებათ.

მეტის ნახვა