იტალიაში, ძვირად ღირებული სუნამოების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

დაკავება იტალია

იტალიაში, სუნამოების ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა აველინოს პროვინციაში მოხდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 29 წლის კაცმა 6 შეკვრა ძვირად ღირებული სუნამოს ქურდობა სცადა, თუმცა მაღაზიის დაცვამ მისი დაკავება შეძლო. ბრალდებული ადგილზე მისულ პოლიციას გადასცეს. ცნობილია, რომ დაკავებული ჭკვიან სათვალეს იყენებდა და ქურდობამდე მაღაზიას ფოტოს უღებდა.

გარდა ამისა, გამოცემის ცნობით, მას ბრალად 10 დღის წინ მომხდარი კიდევ ერთი ქურდობა ედება - გამოძიების მტკიცებით, დაკავებულმა მაშინაც ძვირად ღირებული სუნამოები მოიპარა.

პოლიცია შესაძლო თანამზრახველებს ეძებს.

მეტის ნახვა