გემის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა - შემთხვევა ბანგლადეშში მოხდა

გემის ჩაძირვა

ბანგლადეშში, გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა Aljazeera ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. რამდენიმე ათეული პირი დაკარგულად ითვლება.

გამოცემის ცნობით, გემი კვირას საღამოს მას შემდეგ გადაბრუნდა, რაც ინდუისტური ტაძრიდან მდინარე კარატოას მეორე მხარეს, ბოდას რაიონში, პანჩაგარჰის რაიონში მიდიოდა. 

პოლიციის ცნობით, მყვინთავებმა და მოსახლეობამ ძებნის შედეგად ამ დროისთვის 24 ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა შორის კი სულ მცირე 12 ქალი და 8 ბავშვია. მათივე ინფორმაციით, ბევრმა მგზავრმა ნაპირზე გაცურა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სულ მცირე 10 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი.

მეტის ნახვა