ჩვენ გაუტეხელი ერი ვართ - ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ მიმართვას ავრცელებს

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ მიმართვას ავრცელებს.

"ჩემო ძვირფასო უკრაინელები, ჩვენ რთული პერიოდი გვაქვს. შევეცდები, ყველა საჭირო და ამავდროულად სწორი ინფორმაცია ოპერატიულად მოგაწოდოთ.

ახლა ჩვენ თავს გვესხმიან როგორც ბომბებით, ისე ფეიკ ნიუსებით. ამიტომაც, საჭიროა ვიცოდეთ მხოლოდ გაფილტრული ინფორმაცია.

დღეს რუსეთი შემოიჭრა უკრაინაში. პუტინს სურს დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინის ჩამოშლა. მას უნდა, დაამხოს ჩემი სამშობლო, მას უნდა, დაამხოს ჩვენი უკრაინა.

მოვუწოდებ უკრაინელებს და ყველა ჯარისკაცს, ვიდგეთ მედგრად. ჩვენ გაუტეხელი ერი ვართ. მივმართავ ყველა უკრაინელს, რომელიც უკრაინის მიწაზეა, არ მიეცეთ პანიკას.

მე ვესაუბრე ბაიდენს, შარლ მიშელს და სხვა ლიდერებს - ჩვენ ვიწყებთ ანტიპუტინურ მოძრაობას. მოვუწოდებ მსოფლიოს ყველა ლიდერს, აამოქმედონ ყველა სანქცია რუსეთის და პუტინის წინააღმდეგ.

დიდება უკრაინას". - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

მეტის ნახვა