ათენში, 19 წლის ქართველმა სკოლის დირექტორი დაჭრა და მოსწავლეს სცემა - ახალგაზრდა დააკავეს

დაჭრა საბერძნეთი

ათენში, 19 წლის ქართველმა სკოლის დირექტორი დაჭრა და მოსწავლეს სცემა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს. გამოცემის ინფორმაციით, დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა.

"დაკავებული სკოლაში შეიჭრა, ჯერ დირექტორი დაჭრა, შემდეგ კი ნიგერიელ მოსწავლეს ჩაქუჩით სცემა", - წერს ადგილობრივი მედია.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო თავდამსხმელს თავისუფლება აღუკვეთეს.

როგორც ცნობილია, მომხდარის მოტივად შურისძიება სახელდება. მედიის ცნობით, თავდამსხმელის ძმასა და ნიგერიელ მოსწავლეს შორის კონფლიქტი იყო.

მეტის ნახვა