27 წლის ქართველ ფეხბურთელს პოლონეთში შესვლაზე უარი ეთქვა

პოლონეთი

27 წლის ქართველ ფეხბურთელს პოლონეთში შესვლაზე უარი ეთქვა. ინფორმაციას სასაზღვრო დაცვის სილეზიის ფილიალი ავრცელებს.

უწყების ცნობით, დადგინდა, რომ უცხოელი IT მონაცემთა ბაზაში იყო მოხსენიებული, როგორც მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც უარი უნდა ეთქვა შენგენის ზონაში შესვლაზე ან დარჩენაზე და როგორც არასასურველი პირი პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

"9 მარტს, კატოვიცე-პირზოვიცის სასაზღვრო დაცვის განყოფილების თანამშრომლებმა ქუთაისიდან გაფრენილი საქართველოს მოქალაქე პოლონეთის ტერიტორიაზე არ შეუშვეს. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღმოჩნდა, რომ უცხოელი IT მონაცემთა ბაზაში იყო, როგორც მესამე ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც უარი უნდა ეთქვა შენგენის ზონაში შესვლაზე ან დარჩენაზე და როგორც არასასურველი პირი პოლონეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პსჟ-ს მეთაურმა კატოვიცე-პირზოვიცეში 27 წლის ფეხბურთელს შესვლაზე უარი უთხრა და პოლონეთის ტერიტორიის დატოვებამდე კონკრეტულ ადგილზე დარჩენის ბრძანება გასცა. უცხოელის დაგეგმილი გამგზავრება ქუთაისში 12 მარტს შედგება", - წერია ინფორმაციაში.

მეტის ნახვა