უკრაინაში მყოფი ქართველებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები ადგილზე მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ  - განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომლითაც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ვთხოვთ თვალ-ყური ადევნონ და გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები, ადგილზე არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. საქართველოს საელჩოს საკონტაქტო ნომრებია:

საქართველოს საელჩო, კიევი:
+380 (63) 376 77 68
+380 (44) 590 69 50
+380 (93) 544 01 47

გენერალური საკონსულო, ოდესა:+ 380 (63) 176 75 55+380 (93) 761 17 17))

მეტის ნახვა