ტრაპიზონთან, ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ

პოლიცია

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები ისხდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, კლდეს დაეჯახა და შემდეგ მანქანა ამოტრიალდა. დაშავებულები ტრაპიზონის საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

ერთი მგზავრის მდგომარეობა მედიკოსების მიერ მძიმედ ფასდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქართველოს გენერალური საკონსულო ინფორმირებულია.

მეტის ნახვა