თამარ გაბუნია განმარტავს, როდის იქნება ხელმისაწვდომი 5-12 წლამდე ბავშვებისთვის ვაქცინა

აცრა ბავშვების

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა 5-12 წლამდე ბავშვებისთვის ვაქცინის მოწოდებაზე.

"5-დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისთვის ფაიზერის ვაქცინის მოწოდებაზეც მიდის მუშაობა და ვფიქრობთ, რომ მალევე იქნება. დაახლოებით მეორე კვარტლის დასაწყისიდან იქნება ხელმისაწვდომი ეს ვაქცინა ქვეყანაში", - თქვა თამარ გაბუნიამ.

აქვე შეგახსენებთ, ასაცრელად უნდა დარეგისტრირდეთ booking.moh.gov.ge-ზე.

აცრა შესაძლებელია ცოცხალი რიგითაც, რეგისტრაციის გარეშე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად:

  • დადასტურებულ შემთხვევათა 88.7% არ იყო ვაქცინირებული;
  • ჰოსპიტალიზებულთა 93.6% არ იყო ვაქცინირებული;
  • კრიტიკული მოვლის საჭიროების მქონეთა 96% არ იყო ვაქცინირებული;
  • გარდაცვლილთა 96.2% არ იყო ვაქცინირებული.
  • მონაცემები მოცემულია 2021 წლის 15 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მეტის ნახვა