რამდენი მანქანაა რეგისტრირებული საქართველოში და რომელი მოდელებია TOP5-ში - სტატისტიკა

საცობი

2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საქართველოში, ჯამში, 1 647 629 ავტომობილია რეგისტრირებული - ინფორმაცია საქსტატის ახალ პორტალზე automobile.geostat.ge გამოქვეყნდა. მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი, ავტომობილების 37.5%, თბილისშია რეგისტრირებული.

ავტომობილების განაწილების მიხედვით, რეგიონების რეიტინგი ასეთია:

თბილისი - 619 006;
იმერეთი - 213 959;
ქვემო ქართლი - 165 152;
კახეთი - 148 851;
აჭარა - 134 642;
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 107 389;
შიდა ქართლი - 97 813;
სამცხე-ჯავახეთი - 66 098;
მცხეთა-მთიანეთი - 44 268;
გურია - 39 440;
რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 11 011;

რაც შეეხება ავტომობილების [როგორც მსუბუქი, ასევე სამგზავრო ავტომობილები] TOP-5 მოდელს, რომელიც დღეისათვის ქვეყანაში ყველაზე მეტია რეგისტრირებული, მათი ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

Ford Transit - 49 177;Toyota Prius - 45 637;Opel Astra - 37 128;VAZ 21063 - 23 105;Honta Fit - 22 861.

მეტის ნახვა