რა არის დაგეგმილი ქობულეთში საახალწლოდ? - ღონისძიებების განრიგი

ახალი წელი ქობულეთი

ახალი წლის დადგომამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. აჭარის მუნიციპალიტეტებში კი საახალწლო სამზადისი ისევ მიმდინარეობს.

გთავაზობთ ინფორმაციას, რა ღონისძიებებია დაგეგმილი ქობულეთში:

25 დეკემბერი: ნაძვის ხის საზეიმო ვითარებაში ანთება

6 იანვარი - ღონისძიების ადგილი: ცენტრალური მოედანი

საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00 საათი

• 14:00-20:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი კვების ობიექტები, გლინტვეინი, ტკბილეული

• 14:00-20:00 - საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა, თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები

• 15:00-17:00 - ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან

• 15:30-18:00 - ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი

• 19:30 -20:45 - ჯგუფი ‘’გუფი ლენდი ‘’

• 20:45 - საზეიმო ფოიერვერკი

მეტის ნახვა