რა არის დაგეგმილი აჭარის მუნიციპალიტეტებში საახალწლოდ? - ღონისძიებების განრიგი

ახალი წელი ბათუმში

ახალი წლის დადგომამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. აჭარის მუნიციპალიტეტებში საახალწლო სამზადისი ისევ მიმდინარეობს. ქობულეთში, ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქედაში ნაძვის ხე საზეიმოდ 25 დეკემბერს აინთება. გამონაკლისია ხულო და შუახევი, სადაც ახალი წლის მთავარ ატრიბუტს 26 დეკემბერს აანთებენ.

TV25.GE გთავაზობთ ინფორმაციას, რა ღონისძიებებია დაგეგმილი მუნიციპალიტეტებში:

ხულო:

26 დეკემბერი - ნაძვის ხის საზეიმო ვითარებაში ანთება, ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.

30 დეკემბერი - ღონისძიების ადგილი: დაბის ცენტრალური სკვერის ტერიტორია

საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00

• 14:00-19:00 - საშობაო ბაზრობა: გლინტვეინი, ტკბილეული, ცხელი შოკოლადი

• 14:00-19:00 - საბავშვო სივრცე: თამაშები; საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები

• 15:00 - 18:00 - მოსიარულე ორკესტრის შოუ

ბავშვებისშეხვედრა თოვლის ბაბუასთან

• 15:30 – 16:00 - ილუზიონისტის შოუ

• 16:00 – 17:00 - საბავშვო კონცერტი

• 17:00-19:00 - დუეტი „ლეონი“, ჯგუფი „ბანი“

• 19:00- საზეიმო ფოიერვერკი

შუახევი:

26 დეკემბერი - ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ცერემონია და კონცერტი კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების, სალოტბარო სკოლისა და გოგონათა ბენდის მონაწილეობით

28 დეკემბერი - ღონისძიების ადგილი: მერიის მიმდებარე ტერიტორია

საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00

• 14:00-19:00 - საშობაო ბაზრობა: გლინტვეინი, ტკბილეული, ცხელი შოკოლადი 

• 14:00-19:00 - საბავშვო სივრცე: თამაშები; საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები 

• 15:00 - 18:00 - მოსიარულე ორკესტრის შოუ, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან  

• 15:30 – 16:00 - ილუზიონისტის შოუ

• 16:00 – 17:00 - საბავშვო კონცერტი 

• 17:00 – 18:00 ლინდა ადამია და ბენდი 1/4

• 18:00-19:00 - ანდრია გველესიანი და ბენდი  

• 19:00 - საზეიმო ფოიერვერკი 

ქედა:

25 დეკემბერი: ნაძვის ხის საზეიმო ვითარებაში ანთება, ადგილობრივი ანსამბლ "ელესას" მონაწილეობით.

3 იანვარი - ღონისძიების ადგილი: რუსთაველის ქ. #12, ქედის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორია

საახალწლო პროგრამის დასაწყისი 14:00 საათი

• 14:00-19:00 - საშობაო ბაზრობა: გლინტვეინი, ტკბილეული, ცხელი შოკოლადი

• 14:00-19:00 - საბავშვო სივრცე: თამაშები; საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები

• 15:00 - 18:00 - მოსიარულე ორკესტრის შოუ

ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან

• 15:30 – 16:00 - ილუზიონისტის შოუ

• 16:00 – 17:00 - საბავშვო კონცერტი „ბასტი ბუბუ“

• 17:00 – 19:00 ირინა ბაირამაშვილი და დათო ლონდარიძე; ანსამბლი „ფორტე“.

• 19:00 - საზეიმო ფოიერვერკი

ხელვაჩაური:

25 დეკემბერი: ნაძვის ხის საზეიმო ვითარებაში ანთება

13 იანვარი - ღონისძიების ადგილი: მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია.

საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00 საათი.

• 14:00-20:00 - საშობაო ბაზრობა: ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი კვების ობიექტები, გლინტვეინი, ტკბილეული

• 14:00-20:00 - საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა, თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები  

• 15:00-17:00 - ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან.  

• 15:00-16:30 - ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი

• 19:30 -21:00 - ნუცა თოფურია, გიორგი ცხადაძე და ბენდი

• 21:00 - საზეიმო ფოიერვერკი

ბათუმი:

სადღესასწაულო ღონისძიებები ქალაქში 2023 წლის 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ძირითადი აქტივობები ევროპის მოედანზე გაიმართება, სადაც ნაძვის ხე, სცენა და დეკორაციები განთავსდება.

დაგეგმილია შემდეგი ძირითადი აქტივობები:

• 25 დეკემბერი – ნაძვის ხის ანთება და საზეიმო გალა კონცერტი  (ფეიერვერკი);

• 26; 27; 28; 29 დეკემბერი, ბათუმელი ბენდების კონცერტი

• 31 დეკემბერი – საახალწლო გრანდიოზული გალა კონცერტი (ფეიერვერკი);

• 01; 02; 03; 04; 05; 06 იანვარი, ბათუმელი ბენდების კონცერტი.

• 7 იანვარი – საშობაო დასკვნითი კონცერტი;

25, 31 - დეკემბერი და 07 იანვარი – გასართობი პროგრამები (ცეცხლოვანი შოუს, აკრობატების, ილუზიონისტების და ჯამბაზების წარმოდგენები).

25 დეკემბრიდან 2023 წლის 7 იანვრის ჩათვლით - საგამოფენო სივრცეში საახალწლო ბაზრობის მოწყობა.

25 დეკემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით – ახალი წელი შენს ეზოში (საახალწლოდ მორთული ავტომობილი ანიმატორებითა და სანტაკლაუსით).

ქობულეთი:

25 დეკემბერი: ნაძვის ხის საზეიმო ვითარებაში ანთება

6 იანვარი - ღონისძიების ადგილი: ცენტრალური მოედანი

საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 14:00 საათი

• 14:00-20:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ადგილობრივი კვების ობიექტები, გლინტვეინი, ტკბილეული

• 14:00-20:00 - საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა, თამაშები, საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები

• 15:00-17:00 - ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან

• 15:30-18:00 - ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი

• 19:30 -20:45 - ჯგუფი ‘’გუფი ლენდი ‘’

• 20:45 - საზეიმო ფოიერვერკი

მეტის ნახვა