ქალი, რომელიც ჟესტურ ენას ვერ ფლობს, ჟესტური ენის ლაბორატორიის ხელმძღვანელია - სმენადაქვეითებულების პროტესტი

ქალი, რომელიც ჟესტურ ენას ვერ ფლობს, ჟესტური ენის ლაბორატორიის ხელმძღვანელია. საუბარია თამარ მახარობლიძეზე, რომელიც ასევე, ავტორია ქართული ჟესტური ენის ლექსიკონისა. 12 სმენადაქვეითებულის საპროტესტო წერილს სოციალურ ქსელში შშმ პირთა უფლებადამცველი, დეა ერემაშვილი აზიარებს.

როგორც ფეისბუქ პოსტში ვკითხულობთ, მახარობლიძე პოზიციაზე ისე მუშაობს, რომ სმენადაქვეითებულებთან კომუნიკაციის დამყარებას ვერ ახერხებს. ამასთან, ბეჭდავს ჟესტური ენის ლექსიკონსა და ანბანს ყრუთა საზოგადოების გამოკითხვის გარეშე. ფაქტს პროტესტი მოჰყვა ბათუმში მცხოვრები  სმენადაქვეითებულების მხრიდან.

სულხან კახაძის თქმით, ქალს საერთოდ არ იცნობს და მასთან კომუნიკაციაც კი არასდროს ჰქონია, რაც იმის დასტურია, რომ ხელმძღვანელი მათი მდგომარეობით არ ინტერესდება. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბრალდებების ადრესატთან დაკავშირება ვერ შევძელით.

მეტის ნახვა