ხვალ, ბათუმში, რამდენიმე მისამართზე გაზი გაითიშება

გაზი

ხვალ, ბათუმში რამდენიმე მისამართზე გაზი გაითიშება. მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ამის შესახებ "სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა" იტყობინება.

კომპანიის ცნობით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის #1-ში მცხოვრებ 551 აბონენტს. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ბუნებრივი აირი შეეზღუდება დემეტრე თავდადებულის ქუჩის #11-17-ში მცხოვრებ 110 აბონენტს.

ამავე პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაზი შეუწყდება ანა კალანდაძის ქუჩაზე მცხოვრებ 135 აბონენტს.

„სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა" აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

მეტის ნახვა