"Facebook-ი გამიტეხეს, ბოდიშს გიხდით" - ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი პოზიციას ცვლის

ფერიდე შაინიძე

"Facebook-ი გამიტეხეს, ბოდიშს გიხდით" - ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი პოზიციას ცვლის. საუბარია ფერიდე შაინიძის კომენტარზე, რომელიც მან სოციალურ ქსელში, შუახევში მომხდარ ფემიციდის ფაქტზე დაწერა. საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა ფეისბუქ გვერდიდან პროფილის სურათიც წაშალა.

ცოტა ხნის წინ, დირექტორმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ კომენტარის ადრესატი არა მოკლული ქალი, არამედ საკუთარი ოჯახი იყო, ახლა კი ამბობს, რომ ფეისბუქი გაუტეხეს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

მეტის ნახვა