ექსკლუზივი: ავარია მსხვერპლით, რომელშიც შუახევის მერის თანაშემწე ფიგურირებს

პოლიციის ლენტი

ექსკლუზივი: ავარია მსხვერპლით, რომელშიც შუახევის მერის თანაშემწე ფიგურირებს. ავტოსაგზაო შემთხვევაში, რომელიც 12 თებერვალს, შუახევის ცენტრში მოხდა, თენგო დავითაძე მთავარი ბრალეული პირია.

როგორც TV25-სთვის ხდება ცნობილი, იგი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. ინციდენტს მსხვერპლი ჰყავს, თუმცა თვე-ნახევრის წინ, ყველას თვალწინ მომხდარი უბედური შემთხვევისთვის, პასუხისგებაში ჯერ არავინ მიუციათ.

წყარო გვიყვება, რომ დავითაძე პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ცდილობს და ამისთვის გარდაცვლილის ოჯახს თანხა გადაუხადა. სოფელში მომხდარზე პირდაპირ საუბარს ერიდებიან, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მხარეები მეზობლები არიან, დაღუპულის ოჯახი კი არ დაობს.

თამარ კიკნაძე და გერა კილაძე მუშაობდნენ თემაზე. რეპორტაჟს ნახავთ 20:30 საათზე.

მეტის ნახვა