ბათუმში, რამდენიმე მისამართზე გაზი გაითიშება

გაზი

დღეს, ბათუმში რამდენიმე მისამართზე გაზი გაითიშება. მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ამის შესახებ "სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა" იტყობინება.

კომპანიის ცნობით, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ფიროსმანის #8-ში მცხოვრებ 57 აბონენტს; ასევე, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ბუნებრივი აირი შეეზღუდება პეტრე ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრებ 217 მოქალაქეს;

ამავე პერიოდში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, გაზი შეუწყდება აღმაშენებლის #1-ში მცხოვრებ 254 აბონენტს.

„სოკარ ჯორჯია გაზი აჭარა" აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

მეტის ნახვა