"არა ფემიციდს" - ბათუმში, საპროტესტო მსვლელობა გაიმართა

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, უფლებადამცველი ორგანიზაციები და სოციალური მოძრაობები ქალების უსაფრთხოების დასაცავად გაერთიანდნენ. „თანხმობის არ არსებობა გაუპატიურებაა“ - ამ სლოგანით, დღეს, საპროტესტო მსვლელობები გაიმართა. აქციას ბათუმში, ფონდი „იალქანიც“ შეუერთდა.

ორგანიზაციის წევრები, საქალაქო სასამართლოდან ევროპის მოედნამდე მსვლელობით მივიდნენ. როგორც მონაწილეებმა განმარტეს, მათი მიზანია, საზოგადოებას ღირებულების გადახალისებაში დაეხმარონ, რათა ყველას ინტერესი გახდეს მსხვერპლის დაცვა და მოძალადის იდენტიფიცირება. აქცია გზავნილი იყო ხელისუფლებისთვისაც, რათა გაამკაცრონ კანონი და უზრუნველყონ გენდერის ნიშნით, ქალთა მიმართ დანაშაულის პრევენცია.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება, საქართველოს მთავრობაც უერთდება.

მეტის ნახვა