აჭარაში, ინტენსიურად წვიმს - როდის გამოიდარებს?

წვიმა ბათუმი

დღეს დილიდან, აჭარაში, გადაუღებლად წვიმს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს პროგნოზით, უხვი ნალექი დღის ბოლომდე შენარჩუნდება. შედარებით გამოიდარებს საღამოს, 7 საათის შემდეგ.

ხვალ, 24 სექტემბერს, სინოპტიკოსები ისევ ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. ინტენსიურად იწვიმებს დილის 10 საათიდან დღის ბოლომდე.

წვიმიანი ამინდი იქნება კვირას, 25 სექტემბერსაც. გამოიდარებს დღის მეორე ნახევრიდან.

სააგენტოც ცნობით, შემდეგი კვირა თბილი და უნალექო იქნება.

მეტის ნახვა