29 მარტი თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღეა - შეხვედრა მოსწავლეებთან

29 მარტი თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის დღეა. თარიღი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. წლევანდელი სლოგანია, “ჯანსაღი თაობა თამბაქოს გარეშე“. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.

შეხვედრაზე მათ სკოლის მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია თამბაქოს უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, ასევე იმის შესახებ, თუ როგორ უნდა თქვას ადამიანმა უარი მოწევაზე.

თამბაქოს ზემოქმედების შედეგად მსოფლიოში ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი, საქართველოში კი 11 ათასი პირი იღუპება. ყოველი მესამე ადამიანი თამბაქოს მოხმარებელია.

მეტის ნახვა