2023 წელს, 22 275 ქორწინება დარეგისტრირდა - განქორწინებათა რაოდენობამ 13 664 ერთეული შეადგინა

განქორწინება

საქსტატის ცნობით, 2023 წელს, რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.7 წელს, ხოლო კაცებისთვის 32.1 წელს.

რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:

  1. თბილისი - 6 738;
  2. აჭარა - 2 208;
  3. გურია - 618;
  4. იმერეთი - 3 334;
  5. კახეთი - 1 749;
  6. მცხეთა-მთიანეთი - 423;
  7. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 197;
  8. სამეგრელო-ზემო სვანეთი - 2 011;
  9. სამცხე-ჯავახეთი - 786;
  10. ქვემო ქართლი - 2 748;
  11. შიდა ქართლი - 1 463.

რაც შეეხება რეგისტრირებულ განქორწინებათა მაჩვენებელს, ამ შემთხვევაში რაოდენობამ 13 664 ერთეული შეადგინა, რაც 3.1 პროცენტით ნაკლებია 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

რეგისტრირებული განქორწინებების რაოდენობა რეგიონების მიხედვით:

  1. თბილისი - 4 688;
  2. აჭარის ა.რ. - 1 054;
  3. გურია -355;
  4. იმერეთი - 2 285;
  5. კახეთი - 965;
  6. მცხეთა-მთიანეთი -259;
  7. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -90;
  8. სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 507;
  9. სამცხე-ჯავახეთი -287;
  10. ქვემო ქართლი - 1 331;
  11. შიდა ქართლი - 843.
მეტის ნახვა