მსოფლიოში "ომიკრონით" გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ომიკრონი

მსოფლიოში "ომიკრონით" გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. შტამს ინფიცირებული დიდ ბრიტანეთში ემსხვერპლა

ინფორმაციას Reuters ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"სამწუხაროდ დადასტურდა კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით გარდაცვალების ერთი ფაქტი", - აღნიშნა ჯონსონმა რეპორტიორებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, გაერთიანებულ სამეფოში "ომიკრონის" პირველი შემთხვევები 27 ნოემბერს გამოვლინდა.

მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ "ომიკრონი" "ფენომენალური ტემპით" ვრცელდება და ლონდონში დადასტურებული შემთხვევების 40% სწორედ ამ ვარიანტზე მოდის.

მეტის ნახვა