BBC საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე წერს

საქართველოს ნაკრები

"საქართველო ისტორიაში შევიდა უმსხვილეს ტურნირზე პირველად გასვლით, საქართველომ ევრო 2024-ის პლეი-ოფში საბერძნეთი პენალტების სერიით დაამარცხა", - ამ სათაურით, სტატიას თბილისში გუშინ გამართულ ისტორიულ საფეხბურთო მატჩს BBC-ი უძღვნის და აღნიშნავს, რომ გადამწყვეტი 11-მეტრიანი ბერძნების კარში ცვლილებაზე შესულმა ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა.

„პენალტების სერიაში მოპოვებული გამარჯვება თბილისში ზეიმის მიზეზი გახდა“, - აღნიშნავს გამოცემის სპორტული განყოფილება და იმასაც წერს, რომ ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში საქართველო თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის გუნდებთან ერთად იასპარეზებს.

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

მეტის ნახვა