თორნიკე რიჟვაძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი გააცნო. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და გაეროს შორის თანამშრომლობა, რომელიც უკვე ორ ათწლეულზე მეტია დინამიურად ვითარდება.

რეგიონის პირველმა პირმა მადლიერება გამოხატა საქართველოსა და აჭარაში გაეროს აქტიური მუშაობისთვის. ინფორმაცია ვიდეომასალასთან ერთად მთავრობის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

მეტის ნახვა