საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 6 პირს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

შსს

გამჭვირვალობის შესახებ სადავო კანონპროექტის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე ექვსივე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მათგან ერთს გამოძიება აქციების მიმდინარეობისას პოლიციელზე თავდასხმას, ხუთს კი სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.

აქტივისტების ნაწილს უკვე ესაუბრნენ ადვოკატები. ბრალის წარდგენის პროცედურების შემდეგ, სასამართლო სხდომები დაინიშნება, სადაც დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ.

მეტის ნახვა