სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება

თითქმის რვა თვის თავზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური  კვლავ იმეორებს 2023 წლის სექტემბერში ნათქვამს - საქართველოში მოსალოდნელ, გარედან მართულ „დესტაბილიზაციასა“ და ქვეყანაში უკრაინული „მაიდნის სცენარის“ გამეორებაზე. დღეს გავრცელებულ  საგანგებო განცხადებაში სუსი

„90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირების საფრთხეზეც“ წერს. გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას- ნათქვამია განცხადებაში. სუსის ინფორმაციით, ეს პირები უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ იმართებიან. განცხადებაშია ასევე წერია, რომ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ,კი  უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში. „ საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათი დემორალიზების და პროვოცირების მიზნით გამოიყენება ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორიც არის მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას“- წერია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარკვეული ჯგუფები ცდილობენ  მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას | სუსი 

მეტის ნახვა