რუსებმა ნიკოპოლი დაბომბეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 2 ადამიანი

ბომბი

რუსულმა ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქი ნიკოპოლი დაბომბეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 2 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსებმა ქალაქი დილით დაბომბეს, არის ორი დაღუპული და ამდენივე დაშავებული. მტრის არტილერიამ 62 წლის მამაკაცისა და 65 წლის ქალის სიცოცხლე შეწყვიტა“ - აცხადებს ლისაკი.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა კიდევ 2 კერძო სახლი და 5 კორპუსი, ასევე მაღაზია, 2 სავაჭრო პავილიონი და გაზსადენი.

მეტის ნახვა