რა სიკეთეები აქვს ევროკავშირში გაწევრებას?

ევროკავშირი უფრო მეტია, ვიდრე ქვეყნების უბრალო კონფედერაცია. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ხელმოწერილ შეთანხმებებსა და კანონმდებლობას უდიდესი ზეგავლენა აქვს სტრუქტურის წევრი მოქალაქეების ცხოვრებაზე. უკრაინა-რუსეთის ომის პარალელურად, საქართველოს მიეცა ისტორიული შანსი, მსოფლიოს მასშტაბით, 27 მძლავრი ქვეყნის გაერთიანებას შეუერთდეს. ია გოლიაძის რეპორტაჟიდან გაიგებთ, რა სიკეთეები მოჰყვება სამომავლო პერსპექტივაში ჩვენი სახელმწიფოსთვის ევროალიანსის წევრობას.

ევროპის კავშირი, მსოფლიო მასშტაბით, 27 ევროპულ სახელმწიფოს აერთიანებს. მშვიდობა, გაერთიანება, დემოკრატია, უშიშროება, უსაფრთხოება ,ეკონომიკური და სოციალური სოლიდარობა - ამ მიზნებით შექმნილი ალიანსი, საქმიანობას, სისტემაში შემავალი 10-მდე საფინანსო თუ გადაწყვეტილების მიმღები სხვა დამხმარე ინსტიტუტის მეშვეობით ახორციელებს. „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“-  დევიზის ირგვლივ 1993 წელს ისეთი ქვეყნები გაერთიანდნენ, როგორებიცაა ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ლუქსემბურგი, ბრიტანეთი, ესპანეთი და კიდევ რამდენიმე ევროპული სახელმწიფო. ჰუმანური და დემოკრატიული ფასეულობების მქონე  საერთაშორისო ორგანიზაციას, წევრი ქვეყნებისთვის, ბევრი სარგებელი მოაქვს.

ირმა გაბინაშვილი - საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენელი აჭარაში

ევროკავშირის საქმიანობის მთავარი სიკეთე საზოგადოების წინაშე არსებული რეალური პრობლემების გადაჭრაა. მათ შორის პრიორიტეტული ისეთი მიმართულებებია, როგორიცაა გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანმრთელობა, ტექნოლოგიური ინოვაციები, ენერგეტიკა.

ევროკავშირის უდიდესი მიღწევა ერთიანი ბაზრის შექმნაა, რაც საქართველოს, გაწევრიანების შემთხვევაში, კიდევ ერთ დამატებით სიკეთეს მოუტანს. ევროკავშირი იცავს ადამიანის ძირითად უფლებებს, აფინანსებს ისეთ პროგრამებს, რომლებიც აერთიანებს და აახლოებს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი, განათლებისა და კულტურის სფეროებში. თავისუფალი ვაჭრობის გარდა,  გაერთიანების წევრ 18 ქვეყანაში მოქმედი ვალუტა ევროა. რას ნიშნავს იყო ევროპის მოქალაქე და რატომ უნდა ისწრაფოდეს ჩვენი ქვეყანა ევროალიანსში შესასვლელად?

ვანო ჩხიკვაძე - ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი

საქართველო  ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალ ეტაპზე გადავიდა - საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ევროპის ფანჯარა ღიაა. დავით ბუჯიაშვილი შორეულ პერსპექტივაში დადებით ძვრებს ელის.

დავით ბუჯიაშვილი - საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას აღიარებს.  ასევე იცავს საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და გააჩნია გამართული, კონკურენტუნარიანი საბაზრო ეკონომიკა.

მეტის ნახვა