რა იციან მაღალმთიან აჭარაში ე.წ რუსულ კანონზე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ წარმოდგენილი კანონპროექტი და საზოგადოების დამოკიდებულება. მოსახლეობის უმრავლესობა დაბნეულია და არ იცის, რა უფრო სასარგებლო იქნება სახელმწიფოსთვის - ე.წ. „აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღება თუ უარის თქმა მასზე.

რა იციან, კანონპროექტის შესახებ და რას ფიქრობს ხალხი მაღალმთიან აჭარაში - ჩვენ მიერ, ქედასა და ხელვაჩაურში გამოკითხული მოქალაქეების ერთი ნაწილი მომხრეა, მეორე კი წინააღმდეგი. ნაწილის შეფასებით, კანონის მიღება გამჭვირვალობისთვის საჭიროა, მეორე ნაწილის შეფასებით კი, იგი რუსულ ინტერესებს ემსახურება. „მაცნეს“ მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა გულწრფელად აცხადებს, რომ კანონპროექტის შინაარსს არ იცნობენ და შეფასება უჭირთ.

მეტის ნახვა