პოლიტოლოგმა კანონი შეაფასა და მას ხელისუფლების ,,ინტელექტუალური შეცდომა უწოდა

მმართველმა პარტიამ კანონპროექტის ხელმეორედ ინიცირებით „ინტელექტუალური შეცდომა“ დაუშვა - ასე აფასებს პოლიტოლოგი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. გიორგი მასალკინის თქმით, აგენტების შესახებ კანონის მეორედ  უკან გაწვევა „ოცნებისთვის“ სახის დაკარგვის ტოლფასი იქნება. მისივე მოსაზრებით, დოკუმენტის მიღება-არმიღების არჩევნების შემდგომ პერიოდისთვის გადადება ახლა სახელისუფლებო ძალას,  ავტორიტეტულმა ფიგურამ ან ინსტიტუციამ უნდა შესთავაზოს. მასალკინი ასევე მიიჩნევს, რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში ოქტომბერში ჩანიშნულმა კენჭისყრამ უნდა გადაწყვიტოს. პოლიტოლოგის თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დიდი პოლიტიკური თამაშია, თუმცა მისივე აზრით ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონპროექტი არ უნდა გაპროტესტდეს.

მმართველმა პარტიამ კანონპროექტის ხელმეორედ ინიცირებით „ინტელექტუალური შეცდომა“ დაუშვა | პოლიტოლოგი 

მეტის ნახვა