პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს

მთავრობა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად, თბილისში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში იმყოფებოდა, სადაც ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

პარლამენტის ინფორმაციით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიკვიძის პარკში არსებული მელიტონ ქანთარიას მონუმენტი გვირგვინით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი შესრულდა.

მეტის ნახვა