მერის მოადგილე ლელა სურმანიძე იურმალის მერს რიტა სპროგეს შეხვდა

შეხვედრა

,,ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე იურმალის მერს რიტა სპროგეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ასევე ხაზი გაესვა სპორტის, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. ბათუმსა და იურმალას შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას 10 წლის წინ მოეწერა ხელი'' - პოსტს ბათუმის მერია აქვეყნებს

მეტის ნახვა