კანონპროექტის ხმაურიანი განხილვა პარლამენტში

რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა დღეს დილიდან დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება. კითხვებს მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სვამენ. მათ აინტერესებთ შეფასებულია თუ არა კანონპროექტზე მუშაობისას, რა სარგებელს მიიღებს რუსეთი დამტკიცების შემთხვევაში, ან როგორ შეიძლება კანონის იმგვარად მიღება, რომ საქართველოში, არცერთი მხარის ინტერესი დაირღვეს.

მათი თქმით, დოკუმენტში საუბარი არაა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე, რომელიც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უკავშირდება. ეს კი იმ ფონზე, როცა რუსეთის მთავარი ინტერესია კავკასიაზე მოდის, მისი მთავარი მიზანი კი ევროკავშირის გაფართოების ხელშეშლაა.

სწორედ ამიტომაა, რომ დასავლეთი კანონპროეტქის უკან გაწვევას ითხოვს.

მეტის ნახვა