გასულ ღამეს DJ გიორგი შენგელიასაც დაესხნენ თავს

თავდასხმა

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, გასულ ღამეს თავს დაესხნენ კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების აქტიური მონაწილეა. ნიღბიანი ტიტუშკების სამიზნე დიჯეი გიორგი შენგელია გახდა, რომელსაც კლუბიდან გამოსვლის შემდეგ ქუჩაში დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ:

ბევრი მესიჯი მომდის თუ რა მოხდა. მარტივად და მოკლედ გეტყვით, რომ გუშინ ჩემი პოსტის დადების შემდეგ სადღაც 1 საათში როცა მოვრჩი დაკვრას. გარეთ მოხდა ეს შემთხვევა. ფრთხილად იყავით.განსაკუთრებით გვიან ღამე თუ მაინც დააპირებთ გასვლას. შეეცადეთ მარტო არ იყოთ" - წერს შენგელია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს, საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ და სცემეს ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე ანტირუსული აქციების მონაწილეს და ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს,  ლაშა ღვინიანიძეს, სახლთან დახვდნენ და სცემეს დიპლომატ გია ჯაფარიძეს, გარდა ამისა, დაუდგენელი პირები სახლში მიუვარდნენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი ონიანს.

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, ყველა ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

მეტის ნახვა