ე.წ რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებთან უკრაინული ტელეფონის ნომრებიდან უცნობი პირი რეკავს

შანტაჟი

მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ე.წ რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეებთან უკრაინული ტელეფონის ნომრებიდან უცნობი პირი რეკავს, ემუქრება და შეურაცხყოფას აყენებს.


,,უკრაინული ნომრიდან დამირეკეს, საცხოვრებელი მისამართი დამისახელეს და მითხრეს, რო ისე ჩამპიზდავენ, ვერც გავიგებ.
როგორც ჩანს, სხვებსაც ურეკავენ.
საქართველო ლამაზო.'' - წერს Giorgi Baskhajauri / https://www.facebook.com/georgebaskhajauri

"დღეს რამდენიმე აქტივისთან, მათ შორის ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლობასთან, განხორციელდა ზარი აღნიშნული ნომრიდან. უცნობი მამაკაცი რეკავს პროცესში ჩართულ აქტივისტებთან და შეურაცხყოფას აყენებს რუსული კანონის კრიტიკის გამო. გთხოვთ გაითვალისწინოთ და არ აჰყვეთ პროვოკაციას" - წერს ორგანიზაცია - სტუდენტები ევროპული მომავლისთვის/ https://www.facebook.com/photo/?fbid=427546623356568&set=a.133997119378188

"სუს-ის შსს-ს კონტრდაზვერვის და ქართული ოცნების ტოპ-3 ტიპებს რომ არ გიცნობდეთ, რომ არ მიცნობდეთ, სუფრებზე რომ არ გვქობდეს უამრავი საათი გატარებული წლების წინ, კიდე ხო.აი, ამ ნომრიდან სვებთან ერთად ჩემ შვილს დაურეკეს და დააშინეს. უბრალოდ, გრცხვენოდეთ.!ტელეფონზეც არ გირეკავთ და სმს-საც არ გწერთ, უბრალოდ საჯაროდ მოგმართავთ - მიმიფურთხებია ყველა წუთის და წამისთვის, რაც გვაკავშირებს, თუ ეს იცით და თუ ეს იკადრეთ!" - წერს Nika Kavtaradze / https://www.facebook.com/photo/?fbid=7779345982085845&set=a.550366184983897

"ბოლო ჟამის სახელმძღვანელოს მორიგი თავი: უცხო ნომრიდან რეკავს ვიღაც შეშინებული ქოცის კიდევ უფრო შეშინებული შეგირდი და სახელს რომ ეკითხები იწყებს გინებას. უკვე რამდენიმეს დაგვირეკეს.თან გეკითხება - რუსული კანონი წაკითხული გაქვსო?!  ძალიან მალე დასრულდება თქვენი აგონია". - წერს თენგო თევზაძე / https://www.facebook.com/tengo.tevzadze.7/posts/pfbid02Y6jksNiF9g17p75eTSVPTZWgSpXAiEMiCMKo8N2by7unWED1BpfZHWy8V1UFDSCPl

მეტის ნახვა