დადგება თუ არა დღის წესრიგში 10 მაისს კომიტეტის სხდომაზე აგენტების შესახებ კანონი | შეფასებები

10 მაისს, დილის 9 საათზე, პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა, სადაც, ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავენ. რაც შეეხება, ე.წ. რუსულ კანონს, იგი დღისწესრიგში არ არის. ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, მისი მესამე მოსმენით განხილვა 13 მაისს გაიმართება, თუმცა ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ შესაძლოა ეს ოცნების მორიგი ტრიუკი იყოს.  ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით,  შესაძლოა, უქმე დღეს სწორედ, ამ კანონის მესამე მოსმენით დამტკიცება იგეგმებოდეს, ვინაიდან, სხდომაზე საკითხის დამატება შესაძლებელია. მათივე მტკიცებით, „ქართული ოცნების“  მიზანი დოკუმენტის დაჩქარებული წესით მიღებაა.

მეტის ნახვა