ცხოველზე სასტიკი მოპყრობის ფაქტი ბათუმში - კორპუსის აივნიდან ძაღლი გადმოადგეს

ცხოველზე სასტიკი მოპყრობის ფაქტი ბათუმში. კობალაძის ქუჩაზე, კორპუსის აივნიდან ძაღლი გადმოადგეს.

თვითმხილველის ინფორმაციით, შენობას მოაჯირები აქვს, რაც გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ძაღლი სიმაღლიდან თავისით გადმოვარდნილიყო. ფაქტის შესახებ მოქალაქემ პოლიციას მიმართა და ჩვენებაც მისცა.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით იძიებს, რაც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.

მეტის ნახვა