თავდასხმა ბანკზე - შეიარაღებულ პირს, სავარაუდოდ, მძევლები ჰყავს აყვანილი

მორიგი თავდასხმა ბანკზე - ამჯერად, ყაჩაღობის მცდელობა ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე ფიქსირდება. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ბანკზე თავდამსხმელ, შეიარაღებულ პირს, სავარაუდოდ, მძევლები ჰყავს აყვანილი.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბანკში ათამდე ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ამ დრომდე შენობაში რჩებიან.

ადგილზე პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული.

[მასალა განახლებადია]  

მეტის ნახვა