ახალი ამბები • 1714727099
დედ-მამის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო, 44 წლის კაცი დააკავეს
ახალი ამბები
1660804941
დედ-მამის მიმართ განხორციელებული მუქარის გამო, კასპში 44 წლის მამაკაცი დააკავეს, - ინფორმაციას რეგიონული მედია "ქართლი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც ბრალდებულმა მამას ფული მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას მოკვლით დაემუქრა. შემდეგ დედამ მისცა შენიშვნა, თუმცა იგივე გაიმეორა.
არსებული ინფორმაციით, მშობლები იძულებულნი გახდნენ პოლიციის განყოფილებამდე ფეხით ჩასულიყვნენ.
ბრალდებული ამბობს, რომ მან მშობლებს საკუთარი თანხა მოსთხოვა.
გორის სასამართლომ ბრალდებულს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს გადახდამდე კი 44 წლის კაცი პატიმრობაში რჩება
ბათუმში ხანძარია
1713704195
ქობულეთში, სახლის დამხმარე ნაგებობა დაიწვა
1713428324
მეტის ნახვა