ნიკა კვარაცხელიას საქმე - რამდენი წლით აღუკვეთეს თავისუფლება ბრალდებულებს?

პირველი ქართული სოციალური ქსელის შემქმნელის საქმეზე განაჩენი ცნობილია. ნიკა კვარაცხელიას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

აკო ჭელიძეს 17 წელი მიუსაჯეს, გიორგი კავილაძეს კი თავისუფლება 16 წლით აღუკვეთეს. ორივე მათგანს გამოძიება ჯგუფურად განზრახ მკვლელობას ედავება. მოსამართლის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები დამნაშავეების ჯგუფურ და ორგანიზებულ შეთანხმებას ადასტურებს. სხდომას ჭელიძე და კავილაძე არ ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას 15 სექტემბერს, ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე ტყვია ესროლეს. იგი მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა.

მეტის ნახვა