რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმში | მერიის ინფორმაცია

ბათუმში, ღამის მუნიციპალური თავშესაფრის რეკონსტრუქცია დასკვნით ეტაპზეა. შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოპირკეთდა შიდა და გარე სივრცე, კეთილმოეწყო ეზო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, იქ 70 ბენეფიციარი შეძლებს სხვადასხვა სახის სერვისით სარგებლობას.

სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს  ე.წ. „შანხაის დასახლებაში“, სადაც ორი 8 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. მიმდებარე ტერიტორიაზე  მოეწყობა სპორტული მოედანი, ტრენაჟორები, საბავშვო ატრაქციონი, საპარკინგე სივრცე.

უკვე დასრულდა ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის გამაგრება-რეაბილიტაცია. იგი ფუნქციონირებას ინვენტარის განახლებისა და წიგნების დაკომპლექტების  შემდგომ დაიწყებს.

ბათუმში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის მერთან  ერთად გაეცნო.

მეტის ნახვა