ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. იქ მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, რომლის შენობა ავარიული იყო, დემონტაჟი ჩაუტარდა, მის ნაცვლად კი თანამედროვე სტანდარტების ორსართულიანი, ადაპტირებული ობიექტი აშენდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. ბაღი 100 აღსაზრდელზე იქნება გათვალისწინებული.

პროექტის ფარგლებში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ეზოში განთავსდება საბავშვო ატრაქციონები და საპარკო სკამები, მოეწყობა გარე განათების სისტემა და დაიგება მწვანე საფარი. ამ ეტაპისთვის უკვე დასრულდა პირველი სართულის იატაკის ფილის დასხმის სამუშაოები და მიმდინარეობს სვეტების ჩამოსხმა.

სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 113 ათას ლარს აღემატება.

მეტის ნახვა