ბათუმში, ცოტნე დადიანის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება - მერია

ბათუმში, ცოტნე დადიანის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო სანიაღვრე სისტემა და ტროტუარები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება ტბეთისა და გრიშაშვილის ქუჩებს შორის მონაკვეთში. სამუშაოები ასევე ითვალისწინებს გარე განათების სისტემის განახლებას.

პროექტის ღირებულება 1 მილიონ 132 ათას ლარს შეადგენს.

ინფორმაცია ვიდეომასალასთან ერთად ბათუმის მერიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.  

მეტის ნახვა