ბათუმში, გიორგი ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება - როდის დასრულდება სამუშაოები?

ბათუმში, გრძელდება გიორგი ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაცია, სადაც უკვე სრულად მოეწყო სანიაღვრე სისტემა. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება ტაბიძის ქუჩიდან ხახულის ქუჩამდე მონაკვეთში მიმდინარეობს. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გათვალისწინებულია გზაგამყოფი ზოლის, ტროტუარების, ბორდიურების მოწყობა და გარე განათების სისტემის განახლება. სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება, რისთვისაც 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

მეტის ნახვა