ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სპორტული მოედნისა და სკვერის მშენებლობა დაიწყო

ფრიდონ ხალვაშის გამზირზე სპორტული მოედნისა და სკვერის მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. პროექტის ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეში დამონტაჟდება სანიაღვრე და განათების სისტემები, საბავშვო ატრაქციონები, დაიგება მწვანე საფარი, განთავსდება საპარკო ინვენტარი. ღირებულება 222 ათას 110 ლარს შეადგენს, სამუშაოები ნოემბერში დასრულდება.

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის თქმით, წელს ზღვისპირა ქალაქში 20 ახალი სკვერის მოწყობა იგეგმება, განხორციელდება 4 ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა და 1-ის რეაბილიტაცია.

მეტის ნახვა