ანდრო ენუქიძემ ბათუმის დრამატული თეატრი დატოვა

ანდრო ენუქიძემ ბათუმის დრამატული თეატრი დატოვა. მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ხელმძღვანელის გარეშეა ხულოს დრამატული თეატრიც. ყოფილმა თანამშრომლებმა ბრძანება რამდენიმე დღის წინ მიიღეს.

ანდრო ენუქიძე, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, 2014 წელს დანიშნა.

ხელმძღვანელების შესარჩევად, კონკურსი, მოქმედი ხელმძღვანელების ვადის ამოწურვამდე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მსგავსად, აჭარის განათლების მინისტრმა კონკურსი, ამ შემთხვევებშიც, დაგვიანებით გამოაცხადა. 

მეტის ნახვა