ელიტ ელექტრონიქსის ბათუმის აუთლეტ მაღაზია

კომპანია ელიტ ელექტრონიქსი მსოფლიო წამყვანი ბრენდების ტექნიკას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის თავისი მომხმარებლებისათვის, სწორედ ამიტომ გთავაზობთ აუთლეტ ტიპის მაღაზიას, რომელიც საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც სურს ბიუჯეტურ ფასად შეიძინოს ტექნიკა.

ელიტ ელექტრონიქსის ბათუმის აუთლეტ მაღაზია 2022 წელს გაიხსნა. აჭარაში ეს გახლავთ ტექნიკის პირველი აუთლეტ მაღაზია, სადაც აუთლეტ პროდუქციასთან ერთად, მომხმარებელს შეეძლება ახალი ტექნიკის ყიდვაც.

აუთლეტში განთავსებულია პროდუქცია, რომელსაც გააჩნია მცირე ვიზუალური დეფექტი, არის სასტენდო ან წინა წლის მოდელი, განახლებულია ოფიციალური სერვის ცენტრის მიერ ან მისი სერიის ბოლო ერთეულს წარმოადგენს.

ელიტ ელექტრონიქსის აუთლეტ მაღაზიაში წარმოდგენილია როგორც ციფრული და აიტი მიმართულების, ისე წვრილი და მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის დიდი არჩევანი. აქ შეხვდებით როგორც Bosch, Gorenje, Samsung, Apple, Delonghi და სხვა არაერთი წამყვანი ბრენდების ტექნიკას განახევრებულ ფასად. თითოეულ ტექნიკა შეზღუდული რაოდენობითაა ხელმისაწვდომი და მათ გააჩნია განსხვავებული საგარანტიო პირობა.

იდეალური ლოკაციის, პროდუქტების ფართო ასორტიმენტისა და მუდმივი ფასდაკლებების წყალობით, ეს მაღაზია ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ელიტ ელექტრონიქსის მომხმარებლისთვის. მაღაზია მდებარეობს ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის 20 ნომერში.

მეტის ნახვა