იტალიაში, საკვები პროდუქტების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ეძებენ კიდევ ორს

საკვები

იტალიაში, სუპერმარკეტების ქსელიდან საკვები პროდუქტების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

გამოცემა პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ მაღაზიის დაცვამ შენიშნა, როგორ მალავდა სამი პირი მაღაზიის პროდუქტს ტანსაცმლის ქვეშ. მათ ყველის, ზეითუნის ზეთის, შოკოლადის, ტუნას, ხორცის კონსერვების და ორაგულის მოპარვა სცადეს.

47 წლის ქართველი კაცი სამხედროებმა დააკავეს და ყაზარმაში გადაიყვანეს. ორმა ეჭვმიტანილმა კი პოლიციის მისვლამდე გაქცევა მოახერხა. მათ ამ დრომდე ეძებენ.

მეტის ნახვა