იტალიაში, ბინების ძარცვის ბრალდებით, ორი ქართველი დააკავეს

იტალია

იტალიაში, ბინების ძარცვის ბრალდებით, ორი ქართველი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, საქართველოს 34 და 39 წლის მოქალაქეებმა ორი ბინა გაძარცვეს. როგორც ცნობილია, დანაშაულის შესახებ შეტყობინება პოლიციაში ერთ-ერთმა მოქალაქემ შეიტანა, რომელმაც მძარცველების სილუეტები შენობის სახურავზე შენიშნა.

პოლიციამ ქართველები შენობიდან გასვლის მცდელობის დროს დააკავა. ერთ-ერთს ჯიბეში საკეტი, ხოლო მეორეს ხელთათმანები და ხრახნი უპოვეს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. ორივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მეტის ნახვა