რა ვითარებაა უკრაინაში - ქართველები უკრაინიდან

მოქალაქეები პანიკაში არიან, ტოვებენ დედაქალაქს, ქუჩებში ნამდვილი კოლაფსია, რიგებია სუპერმარკეტებში, ჭირს ტელეკომუნიკაცია, - ამის შესახებ TV25-ს უკრაინაში მყოფი ქართველები უყვებიან. მათ მიერ მოწოდებული ვიდეოებით ვიგებთ, რომ ქუჩებში პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

ხალხი პირველადი მოხმარების პროდუქტებს იძენს და ქალაქგარეთ გადის. მათივე თქმით, საშიშროების მიუხედავად, დიდია, მოხალისეებად, საბრძოლო მოქმედებებში ჩართვის მსურველთა სიაც.

მეტის ნახვა